სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, უახლოეს დღეებში დაიწყებს მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მორიგ ეტაპს.
რეაბილიტირდება:
გოლასკური-ზემო ჭალადიდის დამაკავშირებელი გზა, ღირებულებით – 1 190 919 ლარი;
კალისტრატე გრიგოლიას ქუჩა, ღირებულებით – 75 190 ლარი;
ვაჟა-ფშაველას ქუჩა, ღირებულებით – 78 390 ლარი;
ზანის ადმინისტრაციული ერთეულის საესებუოს შიდა საუბნო გზა, ღირებულებით – 520 180 ლარი;
სანქტ-პეტერბურგის ქუჩის რეაბილიტაცია (ჟიული შარტავას ქუჩიდან თბილისის ქუჩამდე), ღირებულებით – 63 725 ლარი;
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, ეკლესიამდე მისასვლელი გზა, ღირებულებით – 78 693 ლარი;
ფოცხოს და უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზა, ღირებულებით -665 000 ლარი;
ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, პატარა შხეფის საუბნო გზა, ღირებულებით – 216 310 ლარი;
ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზემო ჭალადიდის ცენტრიდან საგვიჩიოს მიმართულებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპი, ღირებულებით – 187 573 ლარი;
ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლიდან მეურნეობისკენ მიმავალი გზა, ღირებულებით – 944 800 ლარი;
ლადო ასათიანის ქუჩა, ღირებულებით – 161 000 ლარი;
მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიაში – მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 ქუჩები, საერთო ღირებულებით – 592 740 ლარი;
უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეგოგინეს შიდა საუბნო გზა, ღირებულებით – 135 490 ლარი.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება 4 910 010 ლარს შეადგენს.
გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე:
მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფელ სახარბედიოს მე-3 ქუჩისა და შესახვევების რეაბილიტაცია, ღირებულებით -194 386 ლარი;
სოფელ სახარბედიოში – I ქუჩის I შესახვევის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 58 780 ლარი;
ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში – საარახამიოს შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით -266 172 ლარი;
სოფელ სორტაში – ჩილაჩავების საუბნო გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 280 412 ლარი;
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – სასოლომონიოს შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 322 961 ლარი;
უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში – ლეკოკაიეს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 145 687 ლარი;
გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – საჯღამაიოს საუბნო გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 592 377 ლარი;
ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში – ლედემურიეს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 831 339 ლარი;
ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში – ზემო ჭალადიდის ცენტრიდან საგვიჩიოს მიმართულებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ღირებულებით – 804 490 ლარი;
საერთო ღირებულებით – 3 496 606 ლარი;
22 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულება 8 მილიონ 406 617 ლარს შეადგენს.