#2024წელს, წარმატებული მოსწავლეების წახალისებისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, #ფულადი_ჯილდოს_სახით, 5 600 ლარი გავეცით, #ფულადი_მხარდაჭერის_სახით კი – 2 000 ლარი.
ამ მიმართულებით, #2023წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, #ფულადი_ჯილდოს_სახით, გავეცით 5 000 ლარი, #ფულადი_მხარდაჭერის_სახით კი – 10 910 ლარი; #2022წელს, #ფულადი_ჯილდოს_სახით – 10 200 ლარი, ხოლო #ფულადი_მხარდაჭერის_სახით – 1 200 ლარი.
#2024წელს, კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, #ფულადი_ჯილდოს_სახით, 4 000 ლარი გავეცით, #ფულადი_მხარდაჭერის_სახით კი – 14 230 ლარი.
ამ მიმართულებით, #2023წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, #ფულადი_დახმარების_სახით გავეცით 7 081 ლარი; #2022წელს, #ფულადი_ჯილდოს_სახით – 1 800 ლარი, ხოლო #ფულადი_მხარდაჭერის_სახით – 3 000 ლარი.
#2024წელს, წარმატებული სპორტსმენების წახალისების, სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, #ფულადი_ჯილდოს_სახით, 27 000 ლარი გავეცით, #ფულადი_მხარდაჭერის_სახით კი – 13 248 ლარი.
ამ მიმართულებით, #2023წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, #ფულადი_ჯილდოს_სახით, გავეცით 15 000 ლარი, #ფულადი_მხარდაჭერის_სახით კი – 1 950 ლარი; ხოლო #2022წელს_ფულადი_მხარდაჭერის_სახით – 13 800 ლარი.
ახლა კი, 2024 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებიდან:
პირველად, ჩვენი ქალაქის ისტორიაში, საგანმანათლებლო სფეროდან, 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი, გენო ადამიას სახელობის პირველი საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, მამუკა კუჭავა გახდა.
ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ვოკალური განყოფილების გოგონათა ანსამბლმა – ხელმძღვნელი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, გრიალა სამინავა, – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VIII ეროვნულ კონკურსზე, ოქროს მედალი მოიპოვა.
სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საორკესტრო (ვიოლინო) განყოფილების მოსწავლემ, ლიკა კორსავამ, თურქეთის ქალაქ სიდეში გამართულ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა XII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე, პირველი პრემია და ლაურეატის წოდება, ასევე – ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XVI რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსზე – ,,იპოვე შენი ვარსკვლავი”, პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება მოიპოვა.
სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო და საორკესტრო (ფლეიტა) განყოფილებების მოსწავლემ, ხალხური საკრავების ჯგუფ ,,მორდუს” და გოგონათა ვოკალური ანსამბლის წევრმა, ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გაერთიანებული გუნდის სოლისტმა, ხელოვნების ცენტრის საესტრადო განყოფილების კურსამთავრებულმა, სენაკის XI მუსიკალური ფესტივალის ლაურეატმა, ლენა სებისკვერაძემ და სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საორკესტრო (ვიოლინო) განყოფილების მოსწავლემ, ანასტასია ჩარკვიანმა, ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XVI რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსზე – ,,იპოვე შენი ვარსკვლავი”, პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება მოიპოვეს.
სამუსიკო სკოლის საესტრადო (ვოკალი) და საფორტეპიანო განყოფილებების მოსწავლე, ნიკოლოზ გრიგოლია, ქართული სიმღერის I ეროვნული კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი და ლაურეატი გახდა.
ხელოვნების ცენტრის პროექტის – ,,ხელოვნების საკვირაო სკოლა” მოსწავლეს მუსიკის (ვოკალი) მიმართულებით, ლიზი კილასონიას, ქართული სიმღერის პირველი ეროვნული კონკურსის პირველი პრემია და ლაურეატის წოდება მიენიჭა.
მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებულმა ქართული ხალხური ცეკვების მუნიციპალურმა ანსამბლმა ,,კოლხი“, ქართული ხალხური ცეკვების კონკურს-ფესტივალზე – „ჰარიდა“, პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება მოიპოვა.
სენაკელმა ახალგაზრდამ, ზურაბ ხარგელიამ, ბიოლოგიაში, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის სამივე ტურზე გამარჯვება და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების მიხედვით, საუკეთესო ოთხეულში – პირველი ადგილი მოიპოვა. მან მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, 2024 წლის ბიოლოგიის 35-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე.
სენაკელი ახალგაზრდა, ანასტასია ჯანაშია, ,,Youth for Georgia’s Future-ის“ მიერ ორგანიზებული პროგრამის – ,,ლიდერი ახალგაზრდებისთვის, Hagamun-ის“ ფარგლებში, მალაიზიის ახალგაზრდა ელჩი გახდა და ამ სტატუსით მონაწილეობა მიიღო ჰააგაში, საერთაშორისო კონფერენციაზე.
სენაკელი ახალგაზრდა, ელიზაბეტ (ლიზი) თათარიშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოცხადებული მოხალისეობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული გახდა. იგი, საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 20 ახალგაზრდასთან ერთად, აშშ-ში იმყოფებოდა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სენაკელი ფალავანი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ევროპის ორგზის პრიზიორი, 23 წლამდელთა შორის ევროპის პრიზიორი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, საფრანგეთის გრან-პრის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენისა და 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულების მფლობელი, გიორგი ჩხიკვაძე, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გამორჩეულ ფალავანს, საქართველოს ეროვნულმა ოლომპიურმა კომიტეტმა მიანიჭა ტიტული – 2024 წლის აღმოჩენა – ,,ოლიმპიური იმედი.”
სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლემ, ანდრია გუგუნავამ, საერთაშორისო ტურნირზე კარატეში, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლე, გიორგი ჭანტურია, 15 წლამდელ ასაკის ჭაბუკთა შორის, საქართველოს ჩემპიონი გახდა და ასევე მოიპოვა ჭადრაკში სპორტის ოსტატობის კანდიდატის წოდება.
სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდმა – მწვრთნელი, შოთა კუჭავა, სენაკის სპორტის ისტორიაში, პირველად, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ტაეკვანდოს აზიის ჩემპიონატში (ICTF) ნორმჩა სენაკელმა სპორტსმენებმა – ლუკა სიჭინავამ, იოანე გოგოლიშვილმა და ნიკოლოზ გაბედავამ – მწვრთნელი: ტაეკვანდოს ფედერაციის (ICTF) პრეზიდენტი, ლაშა ჯოლოგუა, – ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს; ტაეკვანდოელები – ლუკა სიჭინავა, იოანე გოგოლიშვილი, ცოტნე მიშველია, გიორგი ხოფერია, ნიკოლოზ წურწუმია და ოთო დემურია, ტაეკვანდოში მსოფლიო თასის გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგს, ტიტულოვან სპორტსმენებს, ხელოვან მოზარდებს და ახალგაზრდებს, #გადავეცით_ფულადი_ჯილდოები.
#ფულადი_ჯილდოები_ასევე_გადავეცით:
გამოჩენილი ქართველი ებრაელი მწერლის, ჯემალ აჯიაშვილის პოეტური შემოქმედებისადმი მიძღვნილ მხატვრული კითხვის კონკურსში გამარჯვებულ სენაკელ მოსწავლეებს – საბა სიგუას, ალექსი ჟვანიას, გოჩა ცომაიას და დავით კვირკველიას.
,,ვეფხისტყაოსნის” დღისადმი მიძღვნილ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულ სენაკელ მოსწავლეებს – ეთერ ეჯიბიას, ანრი ღვინჯილიას და გიორგი კანკიას.
2024 წლის ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტის მფლობელ სენაკელ კურსდამთავრებულებს – ზურაბ ხარგელიას, ანა კემულარიას, მაგდა ძაძამიას, მათე მამულიას, ირაკლი ჯანაშიას, ლუკა ხარებავას, ლიზი კაჭარავას, თედო ლორჩოშვილს.
#ადგილობრივი_ბიუჯეტიდან_დავაფინანსეთ:
ჩვენი ქალაქის თეატრალური დასის სპექტაკლი – ,,კაცია-ადამიანი?!“;
ანსამბლ ,,გოგალაის’’ საგასტროლო ტურნე – ბალტიისპირეთის ქვეყნებში;
ანსამბლ ,,მუსიკელის’’ საგასტროლო ტურნეები – შტუდგარდსა და ჰილდესაიმში, ქართული ტრადიციული კულტურისა და მუსიკის ფესტივალზე;
პროექტის – ,,სხვა საქართველო სად არის?!’’ ფარგლებში, მასტერკლასები – ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისთვის;
საცხენოსნო შეჯიბრი, რომელიც ჩატარდა არამატერიალური, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ შემდეგ სახეობებში – ისინდსა და ცხენბურთში.
#მომავალი_განათლებაშია
#კულტურის_ხელმისაწვდომობისთვის
#სპორტის_განვითარებისთვის
#ჩვენ_სენაკისთვის
#ანგარიში2024 #ანგარიში2024_ის_სრული_ვერსია_იხილეთ_ბმულზე:
https://senaki.gov.ge/city-hall/მერის-ანგარიში/