გილოცავთ!
სენაკის სპორტის ისტორიაში პირველად, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდი ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში იასპარეზებს!
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა, 30 ივლისიდან, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართული ყველა სატურნირო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.
ჩვენს კალათბურთელებს და გუნდის მთავარ მწვრთნელს, შოთა კუჭავას, წარმატებებს და ტურნირში გამარჯვებას ვუსურვებ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი