მიმდინარე წელს სენაკის მერიამ დანერგა მუნიციპალური სოციალური პროგრამა – ,,სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფა“, რომლის ფარგლებში, სასკოლო ნივთების კომპლექტი საჩუქრად 132 სოციალურად დაუცველ მოზარდს გადასცა.
პროგრამის მიზანია, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსწავლეების განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
პროგრამის ფარგლებში, სენაკის მერია, ყოველწლიურად, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, 30 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, I-IV კლასების მოსწავლეებს, ძირითად სასკოლო ნივთებს შეუძენს.
 Georgian
 Georgian English
 English 
								