#რა_გაკეთდა_2024წელს_საგზაო_ინფრასტრუქტურის_მოწყობა_რეაბილიტაციის_ფარგლებში
#მეტიახალიგზაქალაქადდასოფლად
#ანგარიში2024
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების, ეზოებისა და სახურავების, სკვერების, ტროტუარების კეთილმოწყობა, ინფრასტრუქტურული სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი, მყარი ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნა, მოქალაქეების კომფორტულად, შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის – განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა, ქალაქად თუ სოფლად – მეტი რეაბილიტირებული გზა და ხიდი, სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
2024 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას 37 პროექტი შევმატეთ;
მათ შორის: 33 – საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტია;
ასფალტო-ბეტონის საფარი 40 კმ-ზე დაიგო.
მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ასევე მოვაწყვეთ: სახიდე გადასასვლელები, ხიდ-ბოგირები, მილხიდები, ახალი სანიაღვრე სისტემები.
#დავასრულეთ:
ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში:
ლეგოგიეს უბნის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო არეალი 4 495 გრძივ მეტრს მოიცავს. ღირებულებით – 1 671 421 ლარი;
2 013 გრძივ მეტრზე, ჯოლევის უბანში, ბეტონის საფარის მოწყობა, ღირებულებით – 1 144 765 ლარი;
2 602 გრძივ მეტრზე, სოფელ კვაუთის საუბნო გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 1 288 950 ლარი;
ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში:
2 376 გრძივ მეტრზე, გახომელას შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 599 743 ლარი;
697 გრძივ მეტრზე, ზემო ნოქალაქევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, ღირებულებით – 560 290 ლარი;
ლებაღათურიეში – 2 480 გრძივ მეტრზე, სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწყობა; ღირებულებით – 219 024 ლარი.
ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში:
2 013 გრძივ მეტრზე, ჭალეს უბანში, გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 521 355 ლარი;
228 გრძივ მეტრზე, ,,მეგობრობის” ქუჩის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 1 179 701 ლარი;
610 გრძივ მეტრზე, საჯაკობიოს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 401 016 ლარი;
ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში:
4 347 გრძივ მეტრზე, ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, ღირებულებით – 2 236 994 ლარი;
ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში:
1 374 გრძივ მეტრზე, ეკი-უშაფათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 461 185 ლარი;
1 015 გრძივ მეტრზე, საკუჭაოს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 48 951 ლარი;
2 637 გრძივ მეტრზე, ცენტრალურ გზის რეაბილიტაცია; ღირებულებით – 745 335 ლარი;
მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში:
474 გრძივ მეტრზე, სკურიის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 173 731 ლარი;
580 გრძივ მეტრზე, საწულეისკირიოს უბნის გზაზე; ღირებულებით – 241 400 ლარი;
ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში:
689 გრძივ მეტრზე, საჟვანიო-ისულას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 417 667 ლარი;
უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეხაბურზანიესა და ლეკორშიეში, შიდა საუბნო გზების მოწყობა – 638 გრძივ მეტრზე; საერთო ღირებულებით – 236 791 ლარი;
მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – 1 371 გრძივ მეტრზე, ჭუბაბრიების და მილორავების უბნების გზების რეაბილიტაცია; ღირებულებით – 549 080 ლარი;
გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის საკუპრეიშვილოში – 920 გრძივ მეტრზე, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; ღირებულებით – 397 649 ლარი;
ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში – 620 გრძივ მეტრზე, ეწერის უბნის გზის რეაბილიტაცია; ღირებულებით – 219 024 ლარი.
ქალაქად:
სიმონ ჯანაშიას ქუჩაზე, 298 გრძივ მეტრზე, სასაფლაოს შიდა გზაზე; ღირებულებით – 1 431 139 ლარი;
697გრძივ მეტრზე, სტალინის ქუჩის მეორე შესახვევის ასფალტირება, ღირებულებით -336 128 ლარი;
185 გრძივ მეტრზე, ჯიხას ქუჩაზე, სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 120 098 ლარი.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, დავასრულეთ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები:
თეფანიას ქუჩაზე – გზის ბოლო მონაკვეთი რეაბილიტაცია, ღირებულებით – 45 963 ლარი;
ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელი ძველი სენაკის შიდა საუბნო გზის მოწყობა, ღირებულებით – 35 036 ლარი
საკალანდარიშვილოს სასაფლაოზე – გზისა და საყრდენი კედლის მოწყობა, ღირებულებით – 74 142 ლარი.
სენაკის მუნიციპალიტეტში:
2022 წელს – 20 კმ. ახალი გზა დაიგო;
2023 წელს – 47 კმ. ახალი გზა.
#ჩვენ_უკეთესისენაკისთვის
#ერთად_განვაახლოთ