მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

რა სიახლეებით შეხვდა სენაკის მუნიციპალიტეტი ახალ 2025-2026 სასწავლო წელს!

რა სიახლეებით შეხვდა სენაკის მუნიციპალიტეტი ახალ 2025-2026 სასწავლო წელს!
დღეს, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საჯარო და კერძო სკოლებში, სასწავლო პროცესი განახლდა.
383-მა პირველკლასელმა – ნეთბუქი, ხოლო საჯარო სკოლების ყველა მოსწავლემ სახელმძღვანელოების სრული პაკეტი მიიღო.
დასრულებულია სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათისა და ხორშის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს საჯარო სკოლების მოსწავლეთა და პედაგოგთა უფასო ტრანსპორტირებას.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების 27 საბავშვო და ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.
სააღმზრდელო ჯგუფები, სამზარეულოები და სასაწყობო ოთახები უზრუნველყოფილია შესაბამისი ინვენტარით, აქტივობებისთვის საჭირო ყველა სასწავლო რესურსით და კვების პროდუქტებით.
სადეზინფექციო სამუშაოები და სასმელი წყლის ანალიზი მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღში ჩატარებულია.
დასრულებულია 4 საბავშვო ბაღის: ქალაქ სენაკის N3, ძველი სენაკის, ლეძაძამეს და ფოცხოს საბავშვო ბაღების მშენებლობის მასშტაბური პროექტები.
,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრი“ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას აირჩიონ მათთვის საინტერესო და სასურველი სფერო: საფორტეპიანო მიმართულება; საორკესტრო მიმართულება- ვიოლინო, ჩელო, საქსაფონი, ფლეიტა; გიტარისა და ხალხური საკრავების სექტორები; სიმღერის მიმართულება: კლასიკური და საესტრადო ვოკალი; საგუნდო სექტორი.
სახვითი ხელოვნების მიმართულება: ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია, გრაფიკა, ხელოვნების ისტორია, შემეცნებითი ტურები.
ხელოვნების ცენტრი ახორციელებს პროექტებს: ხელოვნების საკვირაო სკოლა; ხელოვნების საზაფხულო სკოლა; არქიტექტურული მიმართულება: ხაზვა და მაკეტირება; აბიტურიენტთათვის – მოსამზადებელი ჯგუფი ხატვაში.
2025-2026 სასწავლო წელს, ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი“, თეატრალური, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით, შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს აირჩიონ სასურველი სექტორი.
ცენტრში ფუნქციონირებს: მხატვრული კითხვის, წიგნის მოყვარულთა, ტურიზმის განვითარების,
ეკოლოგიის, საესტრადო საკრავების, საესტრადო სიმღერების, ქართული ხალხური და სპორტული ცეკვების სწავლების სექციები, საბავშვო თეატრალური სტუდია, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხი“; ახალგაზრდული თეატრი; საესტრადო მუსიკალური ბენდი “აკუსტიკა.”
სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლა, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს აირჩიონ მათთვის სასურველი მიმართულება სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
ცენტრში ფუნქციონირებს: ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, კრივი-კუდოს, კრივი-კიკბოქსის, რაგბის, კარატეს, მკლავჭიდის, კალათბურთის, ტაეკვონ-დოს, ჭადრაკის, ძიუდო – ქართული ჭიდაობის, ძიუდო – სამბოს, ხელბურთისა და მაგიდის ჩოგბურთის სექციები.
სენაკის საფეხბურთო კლუბი, ახალგაზრდებს, ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, აძლევს შესაძლებლობას ჩაეწერონ ფეხბურთის სექციაში.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content