საბავშვო და ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, #ვახორციელებთ 4 საბავშვო ბაღის მშენებლობის მასშტაბურ პროექტს:
სენაკის მე-3 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტს, ღირებულებით – 4 073 214 ლარი;
ძველი სენაკის, ლეძაძამეს და ფოცხოს საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოებს, ჯამური ღირებულებით – 3 800 000 ლარი.
პროექტების დასრულების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის 4 სააღმზრდელო დაწესებულებას #შევმატებთ.
2024 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების საბავშვო და ბაგა-ბაღისთვის, #შევიძინეთ:
საბავშვო წიგნები, ღირებულებით – 9 949 ლარი;
სათამაშოები, ღირებულებით – 9 994 ლარი;
ტელევიზორები და მუსიკალური ცენტრები – საერთო ღირებულებით – 7 764 ლარი;
ფორტეპიანოები, ღირებულებით – 9 750 ლარი;
საყოფაცხოვრებო ნივთები, საერთო ღირებულებით – 45 793 ლარი;
სასაჩუქრე ნობათები – საბავშვო და ბაგა-ბაღებისა და სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელთათვის, ღირებულებით – 16 457 ლარი;
ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებები, საერთო ღირებულებით – 14 065 ლარი;
საბავშვო და ბაგა-ბაღებისთვის – ზამთრისთვის შეშის შესაძენად, საერთო ღირებულებით – 69 657 ლარი.
#ჩვენ_ვქნითმომავალითაობისთვის