ეს ახალგაზრდა წარმატებული სენაკელი კალათბურთელი – ლუკა ჩიქობავაა.
საამაყოა და სასიხარულო, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდის საუკეთესო კალათბურთელი, ლუკა ჩიქობავა კარიერას ესპანეთში, კალათბურთის აკადემიაში გააგრძელებს.
ლუკა, სენაკის კერძო სკოლა ,,მარიოტას“ მე-12 კლასის მოსწავლეა, კალათბურთს 9 წლის ასაკიდან თამაშობს.
ლუკა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, ესპანეთში, 30 აგვისტოს გაემგზავრა.
საამაყო ახალგაზრდა სპორტსმენს, წარმატებებს, წინსვლას და არაერთი გამარჯვების მოპოვებას ვუსურვებ.
მჯერა, რომ ლუკა ჩიქობავა, არაერთხელ ასახელებს მშობლიურ ქალაქსა და ჩვენს ქვეყანას.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი