სენაკელი მოჭადრაკეები, 12 წლის ნიკოლოზ გოგია და კონსტანტინე ჯანაშია, საქართველოს სახელით, 15-27 ივნისს, ქალაქ ბათუმში დაგეგმილ ფიდეს მსოფლიო თასზე იასპარეზებენ.
საერთაშორისო ტურნირში 67 ქვეყნის 700-მდე საუკეთესო მოჭადრაკე წარდგება.
ნიკოლოზ გოგია და კონსტანტინე ჯანაშია – მუნიციპალური, საერთაშორისო და საკვალიფიკაციო ტურნირებისა და ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებულები არიან.
სენაკის მერია წარმატებებს უსურვებს სენაკელ მოჭადრაკეებს – მსოფლიო თასზე!