მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდული საბჭოს წევრობაზე განაცხადების მიღება დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდული საბჭოს წევრობაზე განაცხადების მიღება დაიწყო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრობა შეუძლიათ 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ითანამშრომლონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და განახორციელონ სათემო ინიციატივები, გაიუმჯობესონ პიროვნული/პროფესიული უნარ-ჩვევები, კომპეტენცია, გახდნენ საგანმანათლებლო პროგრამების თუ სასწავლო ვიზიტების მონაწილეები.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/rKmgP
აპლიკაციების შევსების ბოლო ვადაა 23 მაისი, 18:00 საათი.
დეტალური ინფორმაციის მიღება მსურველებს შეუძლიათ ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულებით მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტისა და მრჩეველთა საბჭოს კოორდინატორის, გვანცა მალანიასგან, ტელეფონის ნომერზე: 598 40 25 75.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო სენაკში 2023 წელს შეიქმნა და აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებითა და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ჩართულობით, აღინიშნა: ჟიული შარტავას 80 წლის იუბილე; ბავშვთა დაცვის, ახალგაზრდობისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეები; ასევე ჩატარდა ფეინთბოლის ჩემპიონატი.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ეროვნულ ფორუმში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სენაკის პროექტში – ,,ტექნოლოგიური კვირეული“, ასევე სხვადასხვა მუნიციპალურ ღონისძიებაში.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივნისი 2025
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
Skip to content