მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯილდო, ორ სხვადასხვა ნომინაციაში მოიპოვა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მერვე ეროვნულ კონფერენციაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯილდო, ორ სხვადასხვა ნომინაციაში მოიპოვა.

საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამებად დასახელდა:

მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი – „ინოვაცია, ეკონომიკა და მდგრადობა – საჯარო დიალოგის ახალი სტანდარტი“, რომელიც მიზნად ისახავს კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგისა და პარტნიორობის განვითარებას ადგილობრივ დონეზე.

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პროექტი – „დაწყებითი კლასების მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები – ადრეული გამოვლენა და პრევენცია“, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და ორიენტირებულია ბავშვთა საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ პროგრამებზე, მათი უფლებების დაცვასა და მავნე ზემოქმედების პრევენციაზე.

პროგრამის ფარგლებში, პროფილაქტიკური გამოკვლევები სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლის პირველი და მეორე კლასების 750 მოსწავლეს ჩაუტარდა. ჩატარებული კვლევის შედეგებით, სხვადასხვა სახის დარღვევა 206 მოსწავლეს დაუდგინდა. ჯანმრთელობის პრობლემების ადრეულად გამოვლენა სწორედ მერიის ახალი პროგრამით გახდა შესაძლებელი.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამების ფარგლებში, სპეციალური ჯილდოები და სიგელები სენაკის მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ გადელიას გადაეცა.

ასევე დაჯილდოვდნენ ის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადების მომზადებაში.

სენაკის მუნიციპალიტეტიდან სპეციალური ჯილდოები გადაეცათ მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსს, ნატალია ხუბუას და ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტს, დალი ქაჩიბაიას.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content