მინდა დიდი გულისტკივილი გამოვხატო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების თანამშრომლის, ჩვენი კოლეგის, კეთილშობილი, ძვირფასი ქალბატონის, ლელა საბახტარიშვილის გარდაცვალების გამო.
ლელა, ათწლეულების მანძილზე, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობისას, პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა.
ლელა საბახტარიშვილის სახით სენაკმა დაკარგა ღირსეული და საამაყო მოქალაქე, კიდევ ერთი გამორჩეული შვილი.
ამ დიდ დანაკლისს, მთელი გულით ვუსამძიმრებ ოჯახს, შვილებს, კოლეგებს და ახლობლებს.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი