19 მაისს, 17 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, სენაკის XII მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ანსამბლი „შვიდკაცა“ კონცერტს გამართავს.
დასწრება თავისუფალია.
სენაკის მუსიკალური ფესტივალი იმართება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟით, საკრებულოს მხარდაჭერით და ხელოვნების აკადემიის ინიციატივით.
არტ-ფესტის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, სენაკის საპატიო მოქალაქე ვალერიან შიუკაშვილი.