სენაკში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი იწყება! ფესტივალი 16 ივლისს სენაკში გაიხსნება.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი, საქართველოს კულტურის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით იმართება.
სენაკური დღეების პროგრამა:
16 ივლისი
– 18:00 საათი – ,,ანტიკური და შუა საუკუნეების ქართული თეატრი’’ – ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის პრეზენტაცია – აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
– 19: 00 საათი – ფესტივალის პირველ დღეს დაასრულებს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი – ,,სისხლიანი ქორწილი’’; რეჟისორი – გიორგი ჭანტურია – აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
17 ივლისი
– 14:00 საათი – დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი – ,,დარისპანის გასაჭირი ‘’; რეჟისორი – გიორგი სიხარულიძე – აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
– 19:00 საათი – ნიკო გომელაურის სახელობის ქართული თეატრი ათენში; საბერძნეთი – ,,ვანო და ნიკო’’; რეჟისორი – ნიკოლოზ ტყავაზე – აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
18 ივლისი
– 14:00 საათი – ,,ქალბატონი სესილი’’; რეჟისორი – ნატუკა გულისაშვილი; ფესტივალის საჩუქარი ბავშვებს – ვოკალურ-თეატრალური სტუდია ,,ნუცას სკოლა’’, ხელმძღვანელი – ნუცა ჯანელიძე – აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
– 17:00 საათი – ლაშა ჩხარტიშვილის ლექცია – ,,ძველი ქართული თეატრი – დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის საკონცერტო დარბაზი;
– 19:00 საათი – რეგიონული თეატრების მეათე საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის სენაკური დღეები, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის სპექტაკლით – სტუმარ-მასპინძელი”, დასრულდება; რეჟისორი – ვახტანგ ნიკოლავა – აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.