ჩემო ძვირფასებო, ყველა მეთორმეტე კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას.
მჯერა, თითოეული თქვენგანი სასურველი პროფესიის დაუფლებით, სკოლაში მიღებულ განათლებასა და თქვენს შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლას მოახმართ.
მინდა გჯეროდეთ – ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეეწყოს თქვენს პროფესიონალებად, კონკურენტუნარიან თაობად ჩამოყალიბებას.
ვულოცავ ჩვენს მასწავლებლებს, მშობლებს და ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი