მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,ჩვენი ქალაქის დღე”

16 სექტემბერს, ქალაქის დაარსების დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებითა და მუნიციპალური აიპების ჩართულობით, ,,ჩვენი ქალაქის დღე” აღინიშნება.
დღის მანძილზე, სახვითი ხელოვნების გალერეაში, მოეწყობა ოქროს ფონდში დაცული ფერწერული ტილოების გამოფენა.
14:00 საათიდან, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა- გაყიდვა, თემატური ფოტო-ზონები.
გაიმართება მსოფლიოში აღიარებული მხატვრის, ემელიანე (რეზო) ადამიას ნამუშევრების გამოფენა.
სენაკის საპატიო მოქალაქე, მხატვარ-ფერმწერი რეზო ადამია, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისა და დაინტერესებული პირებისთვის, ფერწერაში მასტერკლასს ჩაატარებს.
ქალაქის ცენტრალურ სკვერში ჩატარდება საზეიმო კონცერტი – სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის გიტარისა და საორკესტრო განყოფილებების მოსწავლეთა მონაწილეობით.
15:00 საათიდან, ახალგაზრდობის ხეივანში გაიმართება ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
16:00 საათზე, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, გაიხსნება ,,ხსოვნის კუბის’’ მემორიალური დაფა.
15:00 – 18:00 – გაიმართება ნარდის ტურნირი.
18:00 საათიდან – მოეწყობა ახალგაზრდული სივრცე.
,,ჩვენი ქალაქის დღეს“, 21:00 საათიდან, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, დაასრულებს ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომღერლის, ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი.
ერთად აღვნიშნოთ სენაკის დღე!

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content