გილოცავთ!
ჩვენმა საამაყო ფალავანმა, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის სპორტსმენმა, გიორგი ქვარცხავამ, მიხეილ სალაძის სახელობის რესბუბლიკურ ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ბიჭდაობაში, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მოპოვებულ გამარჯვებას ვულოცავ წარმატებულ სპორტსმენს,მის მწვრთნელ-მასწავლებელს, რამაზ კოკაიას, გიორგის გულშემატკივრებს.
საქართველოს ნაკრების წევრს, გიორგი ქვარცხავას, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული, არის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2022 წელს, გიორგი, ბერძნულ-რომაული სტილით 15 წლამდელ მოჭიდავეთა შორის, პირველი სპორტსმენია ჩვენი ქალაქიდან, ვისაც წილად ვიცე-ჩემპიონის ტიტული ხვდა.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ტიტულოვანი სპორტსმენებით!
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი