მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,წარმატებული სენაკელი მოსწავლეები” – თამარ ადამია

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, წარმატებული მოსწავლეების წახალისებისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ფულად ჯილდოს გადასცემს ჟიული შარტავას სახელობის №2 საჯარო სკოლის VII კლასის წარჩინებულ მოსწავლეს, თამარ ადამიას.
თამარი არის სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის II კურსის წარჩინებული სტუდენტი და არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტისა და ოლიმპიადის გამარჯვებული.
მიმდინარე წელს, თამარ ადამია გახდა ინგლისური ენის ეროვნული ოლიმპიადა Kings Georgia 2026, საქართველოს მასშტაბით II ადგილის მფლობელი და მოიპოვა ერთთვიანი სასწავლო კურსისა და ბაკურიანის საზაფხულო ბანაკის სრული დაფინანსება.
მიმდინარე წელს, თამარი ასევე გახდა Mind Up ოლიმპიადის ფინალისტი და თანადაფინანსებით მონაწილეობა მიიღო გერმანიაში, მიუნსტერის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში.
მან, 2026 წელს, წარმატებით გაიარა The English Cup of Georgia-ს ყველა ეტაპი, გახდა ეროვნული ჩემპიონი და მთავარი გამარჯვებული, ასევე მოიპოვა S/T The English Academy-ის ფინალისტის სტატუსი.
2025 წელს, თამარ ადამიამ მოიპოვა LingoStar-ის ტოპ ფინალისტის სტატუსი, Mind Up-ის ოლიმპიადის II ადგილი და ზამთრის ბანაკის საგზური.
2024 წელს, ჩაირიცხა სტივ ჯობსის ამერიკულ აკადემიაში 60%-იანი დაფინანსებით. არის აკადემიის წარჩინებული სტუდენტი და ეუფლება ინოვაციური ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებას – რობოტექნიკასა და მეწარმეობას.
2023 წელს, თამარი გახდა TOEFL-ის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული და მოიპოვა ბრიტანული საზაფხულო სკოლის სრული დაფინანსება. ის, პროგრამის ფარგლებში,წლის საუკეთესო მონაწილედ დასახელდა.
თამარი ასევე აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობაში. იგი მონაწილეობს პროექტ Helping Hand-ის მოხალისეობრივ და საგანმანათლებლო აქტივობებში, არის English Summer Club with Davit and Tamari-ს თანადამფუძნებელი, ასევე საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და American Corner-ის ქსელის ერთობლივი პროგრამის – Summer Reading Challenge-ის ერთ-ერთი გამარჯვებული.
თამარ ადამიას ინგლისური ენის მასწავლებელია ჟიული შარტავას სახელობის №2 საჯარო სკოლის პედაგოგი, ნინო ჯოჯუა.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content