წლის პროექტი სენაკში – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სენაკის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის მასშტაბურ სამუშაოებს იწყებს.
პროექტი, ღირებულებით – 51 295 570 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ქალაქ სენაკისა და მიმდებარე სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალსადენის ახალი ქსელი, მაგისტრალური მილსადენი, ჭაბურღილები, საქლორატორო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარს.