დღეს სენაკისა და სრულიად საქართველოს მფარველის წმინდა ალექსი სენაკელის დაბადებიდან 172 წელი გავიდა.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის უმძიმეს პერიოდში მან სენაკში შექმნა სამონასტრო ცხოვრების უძლიერესი კერა, რომელიც კომუნისტური დევნის პერიოდშიც არ ჩამქრალა და ჩვენამდე მტკიცედ მოიტანა სასულიერი მოღვაწეობის ტრადიციები.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს ალექსი ბერი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 31 იანვარი დააწესა.
2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ალექსი სენაკელის საფლავზე მცირე ბაზილიკური ტაძარი იკუთხა.
ღირსი მამის საფლავის ქვაზე ეპიტაფიაა, რომელიც ანდერძის სახით თავადვე შეადგინა და თაობებს დაუტოვა: ,,…ვაი კაცისა მის, რომლისა სახელი უფროს არს საქმისა და ესე შემემთხვია მე.“
ალექსობას გილოცავთ!