მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

1 თებერვლიდან მუნიციპალიტეტში ელექტრონული განცხადებების ფლატფორმა MS. GOV. GE ამოქმედდება

2026 წლის პირველი თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სავალდებულო ხდება მშენებლობის მოთხოვნისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების საამინისტროს, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა (SUDA) და სენაკის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და თანამშრომლობით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით, დაიწყო ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პროცესი, რაც ორგანიზაციულ ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს ელექტრონული სისტემების დანერგვას.

აღნიშნულ ინიციატივას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის N72-ე დადგენილება – ,,სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ”, ასევე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 43 (1) და 101 (2) მუხლები, რაც შეეხება განაშენიანების დეტალური გეგმების და მშენებლობის ნებართვის/მშენებლობის შეტყობინების პროცესის დიგიტალიზაციას.

ელექტრონული სისტემების დანერგვა მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფს ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით არსებული ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას. ასევე, მოქალაქეებს უქმნის შესაძლებლობას დროის, ფინანსების და ენერგიის დანახარჯის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად, განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტს.

აღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის გამოყენებულია უკვე არსებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) ელექტრონული განცხადებების პლატფორმა: MS.GOV.GE.

MSDA-ს ელექტრონული სისტემა შედგება 3 პლატფორმისგან:

მოქალაქეთა ელექტრონული პორტალი: https://ms.gov.ge

საქართველოს ინტერაქტიული რუკა: https://maps.municipal.gov.ge

დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა: https://apps.gov.ge

მოქალაქეთა ელექტრონული პორტალიდან დარეგისტრირებული განცხადება (I კლასის, სამშენებლო ნებართვები, ქალაქთმშენებლობითი პროექტები, ნაკვეთის გამიჯვნა-გაერთიანება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა განაცხადები), ფენის სახით, ავტომატურად აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და არის საჯარო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

აღნიშნული სისტემა დამატებით მოიცავს:
მოქალაქის პირად გვერდს (ფიზიკური, იურიდიული), ელექტრონული განცხადებების კატეგორიებს, წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას, საქმისწარმოების მსვლელობაზე SMS და Email გზავნილებს, მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებს და შეტყობინებებს, ასევე, ელექტრონულად გაკეთებული განაცხადის არქივს.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
Skip to content