11 ივნისი ქართული ქორეოგრაფიის დღეა.
საამაყოა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია ქორეოგრაფიული ტრადიციებით.
ქართული ცეკვა ხომ ჩვენს მომავალ თაობას ეროვნულ ღირებულებებთან აკავშირებს, რაც დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დასაფასებელია ჩვენს მუნიციპალიტეტში მოღვაწე თითოეული ქორეოგრაფის ღვაწლი.
გილოცავთ ქართული ქორეოგრაფიის დღეს, რომელიც, ამასთანავე, ერის სულის ზეობის დღესასწაულია.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი