12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა.
გილოცავთ, ძვირფასო ახალგაზრდებო, წინსვლას და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ. მომავალი თქვენშია!
ვწუხვარ, რომ ჩვენს ქალაქში, ტრაგედია დატრიალდა. ავტოკატასტროფას ახალგაზრდა, წარმატებული სენაკელის, რუსკა ინალიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს.
დატრიალებული ტრაგედიის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი არ ჩავატაროთ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი