მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

14 ივნისი – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე

14 ივნისს, საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ახორციელებს:
სამკურნალო-სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსებას;
მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინანსებას (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია; პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია);
მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების, სამედიცინო სახარჯი მასალებისა და ჰიგიენური საშუალებების დაფინანსებას;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას, რომლის სამიზნე ჯგუფია – დაუნის სინდრომის, ცერებრული დამბლის, აუტიზმის, მხედველობის პრობლემის მქონე, სმენადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
შშმ პირთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსებას: კერძოდ – დღის ცენტრ ა(ა)იპ „ლაზარე 2015-ის“ თანადაფინანსების პროგრამას;
შშმ პირები, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი არიან ყოველდღიური საკვებით;
პროექტის – „ვიზრუნოთ უფროს თაობაზე“ ფარგლებში, სენაკის მერია ახორციელებს მარტოხელა და მარტო მცხოვრები შშმ პირებისთვის შინმომსახურების სერვისის მიწოდებას.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში, მიმდინარე წელს, 524 შშმ პირს, 194 000 ლარის დახმარება გაუწია.
2026 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტში, ასევე ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა – პერსონალური ასისტენტის სერვისი შშმ პირებისთვის.
2024 წელს, დაინერგა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა. ამ ეტაპზე პროგრამით 40 მოზარდი სარგებლობს. მიმდინარე წელს, პროგრამის ბიუჯეტი, 210 000 ლარამდე გაიზარდა.
სენაკის მერიამ ასევე დააფინანსა პროექტი – „საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ADOS -ის კვლევის დანერგვა მუნიციპალიტეტში“, რომლის ფარგლებში, არა მარტო სენაკის მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი სამეგრელოს მასშტაბით, რისკის მქონე მოზარდებისთვის, ხელმისაწვდომი გახდა ADOS -ის კვლევის ადგილზე ჩატარება, დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობა/რეაბილიტაციის დაწყება.
შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება და ყველასათვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, სახელისუფლებო გუნდის და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content