2 აპრილი – აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა.
ჩვენი მოვალეობაა, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის, სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის საუკეთესო პირობების შექმნა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეგისტრირებული აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდების განვითარების სტიმულირების, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის, ბავშვებისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას, 2023 წლიდან #ვახორციელებთ.
პროგრამის მიზანია შემეცნებითი, სოციალურ -ემოციური, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
პროგრამა თავის მხრივ მოიცავს – საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდის რამდენიმე სპეციალისტის მიერ, ბენეფიციარისთვის ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, კომპლექსური თერაპიის მიწოდებას.
ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, მთელი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდებისთვის, გათვალისწინებულია ინდივიდუალური ფინანსური დახმარება.
2024 წლიდან, პროექტის – „საჭიროების მქონე ბავშებისთვის ADOS -ის კვლევის დანერგვა მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რისკის მქონე მოზარდებისთვის, მუნიციპალიტეტში, #ხელმისაწვდომი_გავხადეთ, ,,ოქროს სტანდარტად“ აღიარებული ADOS -ის კვლევის ადგილზე ჩატარება, დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობის/რეაბილიტაციის დაწყება.
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით, 127 594 ლარის ფარგლებში, 2024 წელს, 31-მა მოზარდმა ისარგებლა.
მიმდინარე წელს, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი #გავზარდეთ 44 600 ლარით.
პროგრამის ფარგლებში, 31 მოზარდი სარგებლობდა, მიმდინარე წლიდან, მომსახურებას კიდევ 10 მოზარდი მიიღებს.