მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

2 აპრილი – აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა.

2023 წლიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდების განვითარების ხელშეწყობის, სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესებისა და ოჯახების გაძლიერების მიზნით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს.

პროგრამის მთავარი მიზანია – მოზარდებში შემეცნებითი და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება, ასევე, თვითმოვლისა და დამოუკიდებელი ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბება.

პროგრამა თავის მხრივ მოიცავს – საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდის რამდენიმე სპეციალისტის მიერ, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, კომპლექსური თერაპიის მიწოდებას.

ამასთანავე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მთელი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, სენაკის მერია, აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდებს უწევს ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებას.

2024 წლიდან, პროექტის – „საჭიროების მქონე ბავშებისთვის ADOS -ის კვლევის დანერგვა მუნიციპალიტეტში“ – ფარგლებში, რისკის მქონე მოზარდებისთვის, მუნიციპალიტეტში, ხელმისაწვდომი გახდა ,,ოქროს სტანდარტად“ აღიარებული ADOS -ის კვლევის ადგილზე ჩატარება, დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობა/რეაბილიტაციის დაწყება.

მიმდინარე წელს, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და 210 000 ლარს შეადგენს.

პროგრამით 50 მოზარდი სარგებლობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტია, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის საუკეთესო პირობების შექმნა.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content