სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში, თანამედროვე ქართველ ავტორებთან შეხვედრა გაიმართება.
ლიტერატურულ საღამოზე სენაკელ მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ მწერლებს, გაეცნონ მათ შემოქმედებას და უშუალოდ ჩაერთონ ლიტერატურულ დიალოგში.
მკითხველის წინაშე წარდგებიან ელა გოჩიაშვილი, ნატალია ვარადაშვილი (ნატა ვარადა), ეთერ (ეთო) მონასელიძე და ირაკლი ჯაფარიძე.
ღონისძიება მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
დასაწყისი: 18:00