მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

2024 წლის იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით, 9 თვის მანძილზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის 15 პროგრამით, 1 620 821 ლარის ფარგლებში, დახმარება 3 610 მოქალაქეს გაეწია.

2024 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 2 199 400 ლარია, რაც გასულ წელთან შედარებით, 210 400 ლარით მეტია.

2024 წლის იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით, 9 თვის მანძილზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის 15 პროგრამით, 1 620 821 ლარის ფარგლებში, დახმარება 3 610 მოქალაქეს გაეწია.

ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური და ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამის ფაქტიურმა ხარჯმა 427 287ლარი შეადგინა;

პროგრამით 910-მა მოქალაქემ ისარგებლა, მათ შორის – 238 ონკოლოგიურ პაციენტს ჩაუტარდა საჭირო სამედიცინო მომსახურება, 219 პაციენტს – მაღალტექნოლოგიური კვლევები, ხოლო 453 პაციენტს – სტაციონალური და ამბულატორიული სახის სხვადასხვა მომსახურება, რომელთა შორის 124 პაციენტი – მოზარდია.

მიმდინარე წლიდან, მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, შშმ პირები, ვეტერანები და მარტოხელა მშობლები, უფასო მედიკამენტებით სარგებლობენ;

პროგრამით, 80 047 ლარის ფარგლებში, 966-მა მოქალაქემ ისარგებლა, მათ შორის, 486 – სოციალურად დაუცველია, 413 – შშმ პირი, 53 – ვეტერანი, 6 – მარტოხელა დედა და 8 – ონკოლოგიური პაციენტი.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობენ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარები, მზრუნველობამოკლებული ოჯახები, მარტოხელა მოხუცები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები და მარტოხელა მშობლები – 200 ბენეფიციარი;

პროგრამის ფაქტიური ხარჯი – 275 290 ლარი.

მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარების ქვეპროგრამით, 93 მრავალშვილიან ოჯახს 167 600 ლარის ფარგლებში, გაეწია ყოველთვიური დახმარება;

დახმარების მიმღები – 396 მოზარდია.

ბავშვზე ზრუნვის პროგრამით დახმარება გაეწია დედ-მამით ობოლ და იშვიათი დაავადების მქონე 10 მოზარდს;

პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 8 სოციალურად დაუცველ ერთ წლამდე ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა;

ფაქტიური ხარჯი – 17 009 ლარი.

სარიტუალო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, დახმარება გაეწია 24 დევნილი მოქალაქისა და 3 ვეტერანის ოჯახს;

პროგრამის ფაქტიური ხარჯი – 8 100 ლარი.

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად, პროგრამით გათვალისწინებული ფსიქოთერაპიული კურსით, 31 მოზარდი სარგებლობს;

პროგრამის ფაქტიური ხარჯი – 21 700 ლარი.

ხანძრის შედეგად დაზარალებულ 11 მოქალაქეს, 34 000 ლარის ფარგლებში, გაეწია ფინანსური დახმარება.

ოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამის ფარგლებში – ფინანსური მხარდაჭერა გაეწია 24 უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე პირს, რეინტეგრირებული 2 მოზარდის ბიოლოგიურ ოჯახს;

ფაქტიური ხარჯი – 37 400 ლარი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამით, 19 000 ლარის ფარგლებში, დახმარება 155 ბენეფიციარს გაეწია;

მათ შორის – მხედველობადაქვეითებულ 53 ბენეფიციარს, სმენადაქვეითებულ 30 ბენეფიციარს, დაუნის სინდრომის მქონე-7-ს, ცერებრალური დამბლით დაავადებულ 38 ბენეფიციარს, აუტისტური სპექტრის მქონე 27 ბენეფიციარს.

სოციალური ღონისძიების პროგრამით ისარგებლა 355-მა ბენეფიციარმა;

პროგრამის ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 41 100 ლარი;

თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამით სარგებლობს 34 ბენეფიციარი;

ფაქტიური ხარჯი – 52 400 ლარი.

დღის ცენტრის – „ლაზარე 2015“ – თანადაფინასების პროგრამით სარგებლობს 15 ბენეფიციარი;

პროგრამის ფაქტიური ხარჯი – 6 666 ლარი.

პროექტის – ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ – თანადაფინანსება, ქვეპროგრამის ბიუჯეტი – 30 656 ლარი;

პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში სამედიცინო გამოკვლევები 746 მოქალაქეს ჩაუტარდა;

12 სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულს – სასურსათო ამანათი ორ ეტაპად დაურიგდა.

პროექტის – „ვიზრუნოთ უფროს თაობაზე“ ფარგლებში, მომსახურება გაეწია 22 ხანდაზმულ მოქალაქეს და შშმ პირს;

პროგრამის ფაქტიური ხარჯი – 66 900 ლარი.

#ერთმანეთისთვის

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content