მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

25 წელია, რაც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე 14 ივნისს აღინიშნება.

25 წელია, რაც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე 14 ივნისს აღინიშნება.

შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება და ყველასათვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა სახელისუფლებო გუნდის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს შშმ პირთა დახმარების პროგრამას, რომელშიც მიმდინარე წელს დამატებით ჩაერთო დაუნის სინდრომის, ცერებრული დამბლის, აუტიზმის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების 65 ბენეფიციარი, მხედველობის პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობებისა და სმენადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 75 ბენეფიციარი.

ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, 2021 წლიდან დღემდე, აღნიშნული პროგრამით, 534 000 ლარის ფარგლებში, 723-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

სენაკის მერია ასევე ახორციელებს „ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამას“, რომელიც შშმ პირთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსებას ითვალისწინებს.

პროგრამით, 2021 წლიდან დღემდე, 192 000 ლარის ფარგლებში, 215-მა შშმ პირმა ისარგებლა.

დაინერგა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა.

მიმდინარე წელს პროგრამაში, 120 000 ლარის ფარგლებში, 40 მოზარდია ჩართული.

პროექტის – „საჭიროების მქონე ბავშებისთვის ADOS -ის კვლევის დანერგვა მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რისკის მქონე მოზარდებისთვის, 2024 წლიდან, სენაკში ხელმისაწვდომი გახდა ,,ოქროს სტანდარტად“ აღიარებული ADOS-ის კვლევის ადგილზე ჩატარება, დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობის/რეაბილიტაციის დაწყება.

ბავშვზე ზრუნვის პროგრამით, 2021 წლიდან დღემდე, 57 900 ლარის ფარგლებში, დახმარება გაეწია იშვიათი დაავადების მქონე 33 მოზარდს.

2025 წელს, სენაკის მერიამ 10 000 ლარით დააფინანსა დღის ცენტრი „ლაზარე-2015“, რომლის მომსახურებით 15 შშმ მოზარდი სარგებლობს.

პროგრამით – „ვიზრუნოთ უფროს თაობაზე“, 2021 წლიდან დღემდე, 267 000 ლარის ფარგლებში, შინ მომსახურება 125 შშმ პირს და ხანდაზმულ მოქალაქეს გაეწია.

2024 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გაიხსნა სენაკის დიალიზის ცენტრი. სენაკის მერიამ ცენტრს შეუძინა ერთი სადიალიზო მოწყობილობა.

მანამდე, ბენეფიციარებს, პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

2024 წლიდან, ბენეფიციარები, სერვისს, მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს იღებენ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივნისი 2025
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
Skip to content