მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

26 მაისის პროგრამა

📣📣26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 106 წლისთავისადმი მიძღვნილი კომპლექსური ღონისძიებების პერიოდში, დილის 09:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე – რუსთაველისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

🇬🇪26 მაისის პროგრამა: 👇

🔴ქალაქ სენაკში, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 106 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, განახლებულ ცენტრალურ მოედანზე, სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყება.

⚪12:00 საათიდან, მთელი დღის მანძილზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, მოაწყობს გასტრონომიულ ზონას, სხვადასხვა სივრცეს, ფოტო ზონებს, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, გამოფენებს – ,,საქართველოს კუთხეები“ – საჯარო სკოლების მონაწილეობით; ,,ყვავილების ფესტივალს“ – საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის სექტორის ჩართულობით, თემატურ აქტივობებს;

🔴12:00-დან 17:00-მდე, ცენტრალური სტადიონის განახლებულ სათადარიგო მოედანზე გაიმართება საბავშვო საფეხბურთო ფესტივალი; ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალთბურთო მოედანზე – ფინალური მატჩი მინი ფეხბურთში; მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში – სპორტული აქტივობები სხვადასხვა სახეობებში – 3X3 კალათბურთში, ტაიკვანდოში, ძიუდოში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში;

⚪12:00-დან 13:00-მდე – ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში
კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება;

🔴13:00-დან 18:00-მდე, მოსწავლე- ახალგაზრდობის სკვერში, მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭო მოაწყობს საგანმანათლებლო-შემეცნებით სივრცეებს, გასართობ ატრაქციებს, დოკუმენტური ფილმის ჩვენებას;

⚪14:00-დან14:30-მდე – მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, საჯარო სკოლების მოსწავლეები გამართავენ ფლეშმობს;

🔴ამფითეატრის სცენაზე, 13:00-დან 14:00-მდე, საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით, 15:00-დან 17:00-მდე კი – ადგილობრივი შემსრულებლების – ,, კოლხური ტრიოს“, ,, მუსიკელის“, ,,ეგრისის“ და ,,გოგალაის“ მონაწილეობით, საზეიმო კონცერტები გაიმართება;

⚪17:10-ზე – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

🔴20:00-დან, ქალაქის განახლებულ ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ სცენაზე, მაყურებლის წინაშე წასდგებიან მირზა მოდებაძე და ჯგუფი: ,, მირზა და ბენდი“.

⚪ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!✊🇬🇪

#26მაისი✨🇬🇪
#ესდღეჩვენია✊🇬🇪

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივლისი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content