მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

3 დეკემბერი – დღეს განსაკუთრებული ადამიანების დღეა – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე.

დღეს განსაკუთრებული ადამიანების დღეა – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე.

მათ მიმართ თანადგომა მხოლოდ დღევანდელი დღით არ შემოიფარგლება. შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება და ყველასათვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა ჩვენი სახელისუფლებო გუნდის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მიმდინარე წელს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამით, 100 800 ლარის ფარგლებში, დახმარება გავუწიეთ 153 მოქალაქეს; მათ შორის: 54 – მხედველობადაქვეითებულ, 27 – სმენადაქვეითებულ, 39 – ცერებრალური დამბლის მქონე, დაუნის სინდრომის მქონე – 9 და აუტისტური სპექტრის მქონე – 24 ბენეფიციარს.

დავნერგეთ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა. პროგრამით, 96 600 ლარის ფარგლებში, 31-მა მოზარდმა ისარგებლა.

მიმდინარე წლიდან, პროექტის – „საჭიროების მქონე ბავშებისთვის ADOS -ის კვლევის დანერგვა მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რისკის მქონე მოზარდებისთვის, მუნიციპალიტეტში, ხელმისაწვდომი გავხადეთ,,ოქროს სტანდარტად“ აღიარებული ADOS -ის კვლევის ადგილზე ჩატარება, დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობის/რეაბილიტაციის დაწყება.

მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამით, 86 773 ლარის ფარგლებში, დახმარება 1 095 მოქალაქეს გავუწიეთ; მათ შორის: 327 – შშმ პირია.

ბავშვზე ზრუნვის პროგრამით, 9 600 ლარის ფარგლებში, დახმარება გავუწიეთ იშვიათი დაავადების მქონე 4 მოზარდს.

8 333 ლარით დავაფინანსეთ დღის ცენტრი – „ლაზარე-2015“. ცენტრის მომსახურებით 15 მოზარდი სარგებლოს.

პროგრამით – „ვიზრუნოთ უფროს თაობაზე“, 89 500 ლარის ფარგლებში, მომსახურება 25 შშმ პირს და ხანდაზმულ მოქალაქეს გავუწიეთ.

2024 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გავხსენით დიალეზის ცენტრი.

მანამდე, ბენეფიციარებს, პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მიმდინარე წლიდან, ბენეფიციარები, სერვისს, მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ღებულობენ.
ცენტრს შევუძინეთ ერთი სადიალიზო მოწყობილობა, ღირებულებით – 12 947 ლარი.

2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, 10 000 ლარით გავზრდით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამას;

20 000 ლარით – აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას;

102 641 ლარით – ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამას;

14 500 ლარით – მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამას;

5 000 ლარით – ბავშვზე ზრუნვის პროგრამას.

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, ჩვენ მეგობრები ვართ, ისინი – ჩვენი საზოგადოების თანასწორი და სრულფასოვანი წევრები.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

იანვარი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content