მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობისათვის, მსურველთა განაცხადების მიღება დღეს, 1 სექტემბრიდან დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სტაჟირების პროგრამა 3 თვიანია და და მოიცავს 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.

პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ანაზღაურებადი სტაჟირებისათვის, 5 ვაკანტურ პოზიციაზე, გამოაცხადა კონკურსი.

იხილეთ ვაკანსიების ჩამონათვალი:

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სტაჟიორი;

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სტაჟიორი;

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სტაჟიორი;

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სტაჟიორი;

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის სტაჟიორი.

პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი, ან მეორე საფეხური – 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.

კანდიდატთა შერჩევის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია – სტუდენტის აკადემიური მოსწრება: GPA 2.7-4.0, ან/და ქულათა სისტემა 71-100 ქულის მაჩვენებელი.

შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება – პირველ ეტაპი მოიცავს განაცხადების მიღებას და გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი – კანდიდატებთან გასაუბრებას.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტი უნდა ესტუმროს ვებ. გვერდს – https://hr.gov.ge/, გააეცნოს ინფორმაციას და შეავსოს აპლიკაცია ამავე პლატფორმაზე.
https://shorturl.at/osRmt
https://shorturl.at/i4wop
https://shorturl.at/WvH2G
https://shorturl.at/cNSjM
https://shorturl.at/QJeEA

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სექტემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content