31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ორ მნიშვნელოვან თარიღს აერთიანებს.
34 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა.
შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე” – საქართველოს მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 86 წელი შეუსრულდებოდა.
#რეფერენდუმისდღე
#ზვიადგამსახურდია86