სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, პირველად, მუნიციპალიტეტის მერიაში, პროგრამა – ,,სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული პირების ხელშეწყობა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით“ ამოქმედდა.
პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღება 29 ივლისს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება.
კონკურსის ეტაპებისთვის განისაზღვრა:
I ეტაპი; განცხადების მიღება – 29 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით;
II ეტაპი: საკონკურსო იდეის -განაცხადის შერჩევა, ადგილზე ვიზიტი და გასაუბრება – 13 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით;
III ეტაპი – გამარჯვებულის გამოვლენა – 26 აგვისტო.
გამოიყენე შესაძლებლობა, დაწერე პროექტი შემდეგი მიმართულებებით:
სოფლის მეურნეობა – მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მემცენარეობა, სანერგე და სასათბურე მეურნეობა, მეთევზეობა, რძის პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია;
ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება სოფლის მეურნეობაში – მზის პანელები, წვეთოვანი სარწყავი სისტემა, სასათბურე კონსტრუქცია, ხელოვნური განათება, ელექტრომწყემსი და სხვა;
აგროტურიზმის განვითარება – ტურისტული სერვისები, ტურიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მომსახურეობა;
ინოვაციური იდეები, რომელიც ხელს შეუწყობს სენაკის მუნიციპალიტეტში აგრო და ეკოტურიზმის განვითარებას.
იხილეთ საპროექტო წინადადების ფორმა:
https://senaki.gov.ge/სოფლის-მეურნეობის-განვით/
პროექტის კრიტერიუმები უნდა მოიცავდეს:
იდეის აღწერას;
პროექტის მიზანს და ამოცანებს;
მოსალოდნელ შედეგებს;
ბიუჯეტს.
კონკურსში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სრულწლოვანი ფიზიკური პირი – ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი; ახალგაზრდა ან ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი;
უპირატესობა ენიჭება:
ახალი ბიზნესის წამოწყებას;
ინოვაციურ პროექტს ,რომელიც ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას;
ახალგაზრდა (35 წლის ასაკის ჩათვლით) სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ქალთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;
მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის (დედის) მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე დედის (ოთხი ან მეტი შვილი 18 წლამდე) მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;
პროექტის მინიმალური ბიუჯეტი 1 000 ლარი; მაქსიმალური ბიუჯეტი – 5 000 ლარი.
თანამონაწილეობა სავალდებულოა, თუ მოთხოვნილი თანხა ტოლია ან აღემატება 4 000 ლარს;
თანამონაწილეობა უნდა მოიცავდეს მოთხოვნილი თანხის 15 %.
თანამონაწილეობად ჩაითვლება მხოლოდ ფინანსური მონაწილეობა;
შესაძლებელია, გრძელვადიანი (1 წელზე მეტი) აქტივის შეძენა.
საპროექტო წინადადება შეგიძლიათ წარმოადგინოთ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქ. სენაკი, ჭავჭავაძის ქუჩა 103 ან ელექტრონულ მისამართზე: senakismeria@gmail.com;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით: 599 85 75 52 – დალი ქაჩიბაიას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტს, კომისიის მდივანს.
დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ, იხილეთ: https://senaki.gov.ge/სოფლის-მეურნეობის-განვით/