#სპორტის_განვითარებისთვის
#ანგარიში2024
სენაკს სპორტული მიღწევებისა და ტიტულოვანი სპორტსმენების აღზრდის დიდი ტრადიცია აქვს, რასაც სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოპოვებული ტრიუმფალური გამარჯვებები და ტიტულები ადასტურებენ.
სპორტი და ახალგაზრდული პოლიტიკა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
#2024წელს ჩვენს ტიტულოვან სპორტსმენებს და მწვრთნელ-მასწავლებლებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ფულადი ჯილდოს სახით, 63 698 ლარი გადავეცით. მათ შორის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ბიუჯეტიდან – 40 248 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებიდან- 23 450 ლარი.
#2024_წელს, #სპორტული_ინფრასტრუქტურის_მოწყობა_რეაბილიტაციის_პროექტების_ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, #დავასრულეთ სამი სპორტული მოედნის მშენებლობა:
ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ღირებულებით – 65 953 ლარი;
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ღირებულებით – 78 106 ლარი;
საჯაიას ქუჩის მიმდებარედ, ღირებულებით – 30 941 ლარი.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ტრენაჟორები #მოეწყო:
ვაჩნაძის ქუჩაზე, ღირებულებით – 39 096 ლარი;
ღვინჯილიას ქუჩაზე, ღირებულებით – 38 681 ლარი.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე, #დავასრულეთ ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მინი სპორტული მოედნის მშენებლობა, ღირებულებით – 497 777 ლარი.
პროექტების ფარგლებში, #მოვაწყვეთ: ხელოვნურსაფარიანი მოედანი, გარე განათების სისტემა, შემოღობვის კონსტრუქციები.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ჩვენი ახალგაზრდების თხოვნის გათვალისწინებით, 4 მინი სპორტული მოედანი #მოვაწყვეთ:
თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოლასკურსა და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის გახომელას უბანში, საერთო ღირებულებით – 215 513 ლარი;
ბელიაშვილისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე, საერთო ღირებულებით – 197 792 ლარი.
პროექტები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით #განვახორციელეთ.
2024 წელს, #შევიძინეთ ოლიმპიური სტანდარტების კრივის რინგი, ღირებულებით – 27 500 ლარი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენს ქალაქში გავმართოთ საერთაშორისო ტურნირები და ოლიმპიადები.
2024 წელს, ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის” თამაშები ჩავატარეთ სპორტის 6 სახეობაში – 100მ.-ზე სირბილში, ბადმინტონში, 3X3 კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთსა და ხელბურთში;
ჩვენი ქალაქის სპორტის ისტორიაში, პირველად, ვუმასპინძლეთ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალურ თამაშებს;
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩავატარეთ მოყვარულ ფეხბურთელთა ტურნირი – „მოყვარულთა თასი 2024“;
აღვნიშნეთ ევროპის სასკოლო სპორტის დღე, რომლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სასკოლო გუნდების შორის – სპორტის ოთხ სახეობაში – ფეხბურთში, კალათბურთში, 100 მ.-ზე სირბილსა და მაგიდის ჩოგბურთში, ჩავატარეთ „თავისუფლების თამაშები“.
2024 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისა და საფეხბურთო კლუბის ორგანიზებით, სხვადასხვა სპორტული აქტივობები გაიმართა.
#ადგილობრივი_ბიუჯეტის_სახსრებით_დავაფინანსეთ:
სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდის საუკეთესო კალათბურთელი, ლუკა ჩიქობავა – ესპანეთის კალათბურთის აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად;
სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდი – საერთაშორისო ტურნირზე გასამგზავრებლად;
საქართველოს ვეტერან ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, სენაკელი სპორტსმენი, ელგუჯა გვასალია – ძიუდოში – ძიუდოისტთა ტურნირზე გასამგზავრებლად;
სენაკელი ტაეკვონდოისტები – საერთაშორისო ტურნირზე გასამგზავრებლად.
#დავაფინანსეთ:
,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024“-ის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული ეტაპის ყველა სახეობაში მონაწილე სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდების ტრანსპორტირება;
ნოსირის საფეხბურთო გუნდის ,,ნოსირი“ – 7X7-ზე ფეხბურთში, დასავლეთ საქართველოს ლიგაში მონაწილეობის მიღების უფლება და ტრანსპორტირება;
#შესაბამისი_ეკიპირებით_უზრუნველვყავით:
,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024“-ის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული ეტაპის ყველა სახეობაში მონაწილე სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდები და მოყვარულ ფეხბურთელთა ტურნირის „მოყვარულთა თასი 2024“ – მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული გუნდი „შინდისი”.
2024 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენები:
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სენაკელი ფალავანი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ევროპის ორგზის პრიზიორი, 23 წლამდელთა შორის ევროპის პრიზიორი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, საფრანგეთის გრან-პრის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენისა და 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულების მფლობელი, გიორგი ჩხიკვაძე, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფალავანს, საქართველოს ეროვნულმა ოლომპიურმა კომიტეტმა მიანიჭა ტიტული – 2024 წლის აღმოჩენა – ,,ოლიმპიური იმედი.”
სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლემ, ანდრია გუგუნავამ, საერთაშორისო ტურნირზე კარატეში, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლე, გიორგი ჭანტურია, 15 წლამდელ ასაკის ჭაბუკთა შორის, საქართველოს ჩემპიონი გახდა და ასევე მოიპოვა ჭადრაკში სპორტის ოსტატობის კანდიდატის წოდება.
სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდმა – მწვრთნელი, შოთა კუჭავა, სენაკის სპორტის ისტორიაში, პირველად, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ტაეკვანდოს აზიის ჩემპიონატში (ICTF) ნორმჩა სენაკელმა სპორტსმენებმა – ლუკა სიჭინავამ, იოანე გოგოლიშვილმა და ნიკოლოზ გაბედავამ – მწვრთნელი: ტაეკვანდოს ფედერაციის (ICTF) პრეზიდენტი, ლაშა ჯოლოგუა, – ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს; ტაეკვანდოელები – ლუკა სიჭინავა, იოანე გოგოლიშვილი, ცოტნე მიშველია, გიორგი ხოფერია, ნიკოლოზ წურწუმია და ოთო დემურია, ტაეკვანდოში მსოფლიო თასის გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჩვენს #ტიტულოვან_სპორტსმენებს_გადავეცით_ფულადი_ჯილდოები.
#ჩვენ_უკეთესისენაკისთვის
#ანგარიში2024_ის_სრული_ვერსია_იხილეთ_ბმულზე:
https://senaki.gov.ge/city-hall/მერის-ანგარიში/