მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ – ლიკა კორსავა

რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, 15 წლის წარმატებულ სენაკელ ახალგაზრდას, ლიკა კორსავას გაგაცნობთ:

სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საორკესტრო (ვიოლინო) განყოფილების წარჩინებული მოსწავლის მუსიკალურ კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო: ლიკა სწავლას ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში გააგრძელებს.

15 წლის ასაკში, ლიკა კორსავა რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების, ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, გრან-პრის და არაერთი საპატიო ტიტულის მფლობელია: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მან მონაწილეობა მიიღო თურქეთის ქალაქ სიდეში გამართულ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში, სადაც ორჯერ მოიპოვა პირველი პრემია და ლაურეატის წოდება.

წარმატებულ სენაკელ მოზარდს არაერთი მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული: ლიკა კორსავა არის ბავშვთა და მოზარდთა რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის – ,,იპოვე შენი ვარსკვლავი“ გრან-პრის მფლობელი, ბენიამინო ჯილის სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი და კონკურსის ლაურეატი, ქართული მუსიკის IX ეროვნული კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი და კონკურსის ლაურეატი, ასევე, კლასიკური მუსიკის მე-17 ეროვნული კონკურს-ფესტივალის ,,მომავლის ვარსკვლავები“ – III პრემიის მფლობელი და ეროვნული კონკურსის ლაურეატი, ბახის სახელობის მე-7 ეროვნული კონკურსის II პრემიის მფლობელი, ბავშვთა და მოზარდთა ხალხური შემოქმედების XXX საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, ბავშვთა და მოზარდთა XV რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის – ,,იპოვე შენი ვარსკვლავი“ II ადგილის მფლობელი და ფესტივალის ლაურეატი, საერთაშორისო კონკურსის – ,,ჰარმონია’’ – პირველი ადგილის მფლობელი და კონკურსის ორგზის ლაურეატი.

ხელოვნების ცენტრს, ლიკა კორსავას და პედაგოგ შორენა ზვიადაძეს ვულოცავთ მორიგ აღიარებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სექტემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content