მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“- ალექსანდრე გოგია

რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, 18 წლის წარმატებულ სენაკელ მოჭადრაკეს, ალექსანდრე გოგიას გაგაცნობთ.
ალექსანდრეს ჭადრაკში არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული. არის მუნიციპალური, რეგიონული, რესპუბლიკური და საერთაშორისო ჩემპიონატებისა და ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული.
სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის ტიტულოვანმა მოჭადრაკემ, მიმდინარე წელს, ოქროს მედალზე, წარჩინებით დაამთავრა წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია და გახდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, მან მოიპოვა 50%-იანი სასწავლო გრანტი.
წარმატებულმა სენაკელმა მოჭადრაკემ, 2024 წელს გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირში პირველი ადგილი და მეორე სპორტული თანრიგი მოიპოვა.
2023 წელს, ალექსანდრემ, საქართველოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში, ჩემპიონატის პრიზიორის ტიტული, ბრინჯაოს მედალი და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის საგზური მოიპოვა.
16 წლის ასაკში, სენაკელმა მოჭადრაკემ, წარმატებით იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე.
2023 წელს, ალექსანდრე გოგიამ, ,,ტვინების ბრძოლა“ – საქართველოს ჩემპიონატის საჭადრაკო ტურნირზე, პირველი ადგილი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) საზაფხულო ბანაკის საგზური მოიპოვა.
ალექსანდრემ, ღია ბლიც-ტურნირზე – ,,იმერეთი 2023“, სხვადასხვა ასაკის 80-ზე მეტ მოჭადრაკეს შორის, მესამე ადგილი დაიკავა. 2023 წელს, ის, 16 წლამდელ ჭაბუკ მოჭადრაკეთა შორის, რეგიონული ჩემპიონატის პირველი ადგილოსანი გახდა.
15 წლის ასაკში, 16 წლამდელ მოჭადრაკეთა შორის, ალექსანდრემ, საჭადრაკო ფესტივალზე, პირველი ადგილი მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა საჭადრაკო ფესტივალზე ,,ბათუმი 2021“ და ბათუმის მერიის თასზე – 2022.
ალექსანდრე გოგია, ისრაელი-საქართველოს ნაკრებებს შორის გამართული ტურნირის გამარჯვებული და ფულადი ჯილდოს მფლობელია. 2019 წელს გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, 12 წლამდელ ჭაბუკ მოჭადრაკეთა შორის – ვერცხლის მედლის მფლობელი და რეგიონული ჩემპიონატის მეორე ადგილოსანია.
11 წლის ალექსანდრემ, საქართველოს ჩემპიონატზე, 12 წლამდელ ჭაბუკ მოჭადრაკეთა შორის, საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში, პირველი ადგილი დაიკავა. 11 წლის ასაკში გახდა საკვალიფიკაციო ტურნირისა და რეგიონული ჩემპიონატის პირველი ადგილი მფლობელი. 9 წლის ალექსანდრე, კადეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებული მონაწილეა.
მისი პირველი წარმატება ჭადრაკში, პირველ პედაგოგს, მერაბ ჯღამაძეს უკავშირდება. შემდეგ, ალექსანდრე გოგიას მწვრთნელ-მასწავლებელი, ასევე ტიტულოვანი მოჭადრაკე, ზურაბ ლიფონავა გახლდათ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content