მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ – გიორგი ქვარცხავა

რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, საქართველოს ნაკრების წევრს, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის სპორტსმენს, 17 წლის სენაკელ ფალავანს, გიორგი ქვარცხავას გაგაცნობთ.
გიორგი ქვარცხავას, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული, არის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს სამგზის ვიცე-ჩემპიონი.
2025 წელს, გიორგი ქვარცხავამ, სომხეთში გამართულ ლევონ შაგოიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
2024 წელს, მიხეილ სალაძის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირზე, ტიტულოვანმა სპორტსმენმა მეორედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი, ბერძნულ-რომაული სტილით 15 წლამდელ მოჭიდავეთა შორის, პირველი სპორტსმენია ჩვენი ქალაქიდან, ვინც 2023 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
გიორგი ქვარცხავას მწვრთნელ-მასწავლებელია ტიტულოვანი სენაკელი სპორტსმენი, რამაზ კოკაია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სენაკელ ფალავანს, სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის, წარმატებული სპორტსმენების წახალისების მიზნით შექმნილი მუნიციპალური პროგრამიდან, ფულადი ჯილდო გადასცა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სექტემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content