მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ – ანა და ალექსანდრე ჩიქოვანები

რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, წარმატებულ სენაკელ ახალგაზრდებს, და-ძმა ანა და ალექსანდრე ჩიქოვანებს გაგაცნობთ.

მიმდინარე წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წარჩინებულმა სტუდენტებმა, ანა და ალექსანდრე ჩიქოვანებმა, სტაჟირება გაიარეს ჰანოვერის სამედიცინო სკოლის LISA საზაფხულო აკადემიაში.

ისინი, საერთაშორისო პროექტის – „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“ ფარგლებში, მსოფლიოს 17 ქვეყნის 150 კონკურსანტს შორის შეირჩნენ.

ანა და ალექსანდრე ჩიქოვანებმა წარჩინებით, ოქროს მედალზე დაამთავრეს სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლა, იმავე წელს გახდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და მოიპოვეს 100%-იანი სასწავლო გრანტი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ ინტელექტუალურ თამაშში – რა? სად? როდის? – ალექსანდრე ჩიქოვანმა პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული ასევე მოიპოვა უნივერსიტეტებს შორის გამართულ შაშის ტურნირში.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერისა და წახალისების, ახალგაზრდული ინიციატივების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი პროგრამის ფარგლებში, წარმატებულ სტუდენტებს, ანა და ალექსანდრე ჩიქოვანებს, გერმანიაში, სტაჟირებაზე გამგზავრება დაუფინანსა.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Skip to content