რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს, წარმატებულ სენაკელ ახალგაზრდას, ლიზი ქავთარაძეს გაგაცნობთ.
მიმდინარე წელს, ლიზი, საერთაშორისო პროექტის – ,,GO-Global On Board Training Program’’ ფარგლებში, მსოფლიოს 16 ქვეყნის 46 კადეტთა შორის შეირჩა და და სრული დაფინანსებით, სტაჟირებას სამხრეთ კორეაში გადის.
ლიზიმ, 2025 წელს, ასევე მოიპოვა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტიპენდია.
საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა, წარმატებით მიიღო მონაწილეობა კადეტთა მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელშიც 12 ქვეყნის 62 მონაწილე იყო ჩართული.
ლიზი ქავთარაძემ წარჩინებით დაამთავრა სენაკის კერძო სკოლა ,,მარიოტა“. იმავე წელს გახდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ფაკულტეტის სტუდენტი და მოიპოვა 50%-იანი სასწავლო გრანტი.
წარმატებები, ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრ, პირველ მეზღვაურ გოგონას – ლიზი ქავთარაძეს.