რუბრიკის – ,,გაიგე, რა გაკეთდა შენს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, 2022-2025 წლებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“, სტიქიის საპრევენციო, სპორტული ინფრასტრუქტურისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს გაგაცნობთ.
ამჯერად, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული პროექტების შესახებ:
2022-2025 წლებში, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 13 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
2023-2025 წლებში, სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში – 8 პროექტი, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში – 8 პროექტი, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში – 1 პროექტი. რაც შეეხება გაზიფიცირების სამუშაოებს, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეული სრულად არის გაზიფიცირებული.
მიმდინარე წელს, საბავშვო და ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, მიმდინარეობს ლეძაძამეს საბავშვო ბაღის მშენებლობის მასშტაბური პროექტი, რომლის ღირებულება 1 276 666 ლარს შეადგენს.
2025 წელს, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, მდინარე ტეხურზე აშენდა ახალი ხიდი. პროექტი, რომლის ღირებულება 1 654 963 ლარია, დაფინანსდა საქართველოს მთავრობის მიერ.
უახლოეს დღეებში დაიწყება მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების სამუშაოები – რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ბეთლემში, ეკლესიამდე მისასვლელ გზას. პროექტი განხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით და ღირებულება შეადგენს 90 290 ლარს.
უახლოეს დღეებში ასევე დაიწყება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული 6 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების პროცესი, რომელთა საერთო ღირებულება 64 000 ლარს შეადგენს.
მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 3 სოფელში – ბეთლემში, კვაუთსა და ლესაჯაიეში დამონტაჟდება გარე განათების ახალი სისტემები, საერთო ღირებულებით – 32 000 ლარი, ლესაჯაიეში ასევე მოეწყობა მილხიდები, ღირებულებით – 5 000 ლარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ლეძაძამეს ბიბლიოთეკის შენობას და კეთლმოეწყობა ეზო, პროექტის ღირებულება 17 000 ლარს შეადგენს. სოფელ ჯოლევში მოეწყობა ფანჩატური, ღირებულებით – 10 000 ლარი.
2024 წელს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული პროექტების ნუსხას 4 პროექტი შეემატა: სოფელ ბეთლემში დამონტაჟდა გარე განათების ახალი სისტემა და რეაბილიტირდა ბეწვის ხიდი, პროექტების ღირებულებამ 12 000 ლარი შეადგინა. რკინა-ბეტონის საფარით მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელ ლესაჯაიეში, ღირებულებით – 30 000 ლარი. სოფელ ლეძაძამეში დასრულდა ომში დაღუპულთა მემორიალის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით – 12 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში, სოფელ ბეთლემში, მოეწყო მილხიდები, ღირებულებით – 10 000 ლარი.
2023 წელს, აღნიშნული პროგრამით, 2 სოფელში, ლეძაძამესა და ბეთლემში, მოეწყო რეკრეაციული სივრცეები. პროექტების საერთო ღირებულებამ 64 000 ლარი შეადგინა.
2022 წელს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, სოფელ ლეძაძამეში მოეწყო მინი სპორტული მოედანი. პროექტის ღირებულებამ 64 000 ლარი შეადგინა.
2024 წელს, სტიქიის შედეგების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, 7 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: სოფელ ბეთლემში მოეწყო გაბიონი, ღირებულებით – 26 090 ლარი; ლეცეკვაოს უბანში ჩატარდა ბეწვის ხიდის გამაგრებითი სამუშაოები, ღირებულებით – 15 052 ლარი; სტიქიისგან დაზიანებული ბეწვის ხიდი მოეწყო სოფელ ბეთლემში, ღირებულებით – 161 714 ლარი. ხიდ-ბოგირები რეაბილიტირდა ლებაღათურიესა და ლეძაძამეში. პროექტების საერთო ღირებულებამ 108 317 ლარი შეადგინა. განახლდა სტიქიისგან დაზიანებული ლეძაძამე-ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის ჩაქცეული მონაკვეთი, ღირებულებით – 238 999 ლარი.
2023 წელს, სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, გადაიხურა ლეძაძამეს ადმინისტრაციული შენობის სახურავი. პროექტის ღირებულებამ 40 628 ლარი შეადგინა.
2024 წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, მოწესრიგდა ლესაჯაიეს შიდა საუბნო გზა, ღირებულებით – 395 409 ლარი; ასევე რეაბილიტირდა ლეკირცხალიეს საუბნო გზა, ღირებულებით – 542 958 ლარი; საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა ლეგოგიეში, ღირებულებით – 1 671 421 ლარი; ასევე ჯოლევის უბანში, ღირებულებით – 1 144 765 ლარი; სრულად რეაბილიტირდა სოფელ კვაუთის საუბნო გზა, ღირებულებით – 1 288 950 ლარი.
2023 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ლეგოგიეს გზაზე მოეწყო დამცავი ბარიერები. სამუშაოების ღირებულებამ 8 303 ლარი შეადგინა.
2022 წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ცემენტ-ბეტონის საფარით მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში – ახლადრეაბილიტირებული ხიდიდან კვაუთის მიმართულებით. პროექტის ღირებულებამ 144 800 ლარი შეადგინა.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სოფელ ლეძაძამეში ხიდ-ბოგირი მოეწყო. სამუშაოების ღირებულებამ 24 136 ლარი შეადგინა.