მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,გაიგე, რა გაკეთდა შენს მუნიციპალიტეტში“ – ნოსირის ადმინისტრაციული ერთეული

რუბრიკის – ,,გაიგე, რა გაკეთდა შენს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2022-2025 წლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ:

2022-2025 წლებში, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სენაკის მერიამ 18 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.

2023-2025 წლებში, სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში – 3 პროექტი, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში – 5 პროექტი, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში – 2 პროექტი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში – 3 პროექტი, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში – 1 პროექტი, სამელიორაციო და დაშრობითი სამუშაოების ფარგლებში – 4 პროექტი.

მიმდინარე წელს, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სასოლომონიოს უბანში სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. სამუშაოების ღირებულებამ 322 961 ლარი შეადგინა.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საოდიშარიოს უბანში, მიმდინარე წელს ასევე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი. პროექტის ღირებულებამ 122 688 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ნოსირის საბავშვო ბაღის შენობის გადახურვის სამუშაოები, ღირებულებით – 10 545 ლარი.

უახლოეს პერიოდში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 68 000 ლარის ღირებულების 4 პროექტი განხორციელდება. სოფელ საბესელიოში მოეწყობა საკანალიზაციო სისტემა და მოხდება რკინიგზის გამიჯვნა საძოვრისაგან, სამუშაოების ღირებულება 10 000 ლარს შეადგენს; სოფელ შუა ნოსირში იგეგმება ტრენაჟორების მოწყობა, ღირებულებით – 50 000 ლარი; სოფლებში – ნოსირსა და საოდიშარიოში, მოეწყობა გარე განათების ახალი სისტემები, საერთო ღირებულებით – 8 000 ლარი.

2024 წელს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული პროექტების ნუსხას 68 000 ლარის ღირებულების 4 პროექტი შეემატა; 2023 წელს – 5 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 68 000 ლარი შეადგინა; 2022 წელს, აღნიშნული პროგრამით, სენაკის მერიამ 5 პროექტი განახორციელა: სოფელ შუა ნოსირში გარემონტდა ბიბლიოთეკის შენობა, ღირებულებით – 17 200 ლარი, ასევე მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა, ღირებულებით – 6 800 ლარი. გარე განათების ახალი ქსელი და მგზავრთა მოსაცდელი ასევე მოეწყო სოფლებში – ნოსირსა და საოდიშარიოში, რომელთა საერთო ღირებულებამ 35 500 ლარი შეადგინა; სოფელ საბესელიოში ჩატარდა სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების სამუშაოები, ღირებულებით – 8 500 ლარი.

2024 წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და სენაკის მერიის თანადაფინანსებით, სრულად რეაბილიტირდა საბესელიოს უბნის გზა. პროექტის ღირებულებამ 784 433 ლარი შეადგინა.

2024 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის – ,,მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდა, ღირებულებით – 6 403 ლარი. 2024 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ასევე მოეწყო მინი სპორტული მოედანი, ღირებულებით – 78 106 ლარი.

2024 წელს, შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ დაფინანსებით, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, 75 ჰა-ზე, 5 930 გრძივი მეტრი სადრენაჟე არხის ამოწმენდით სამუშაოებზე 49 914 ლარი დაიხარჯა; ასევე განხორციელდა 60 ჰა-ზე, 2 000 გრძივი მეტრი არხის მოწყობის პროექტი, ღირებულებით – 37 600 ლარი. ამ მიმართულებით, 2023 წელს, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამელიორაციო და დაშრობითი სამუშაოები 20 კმ-მდე არხზე განხორციელდა. ღირებულებამ 40 237 ლარი შეადგინა; 2022 წელს განხორციელდა 8 კმ-იანი სადრენაჟე არხის მოწესრიგების სამუშაოები, ღირებულებით – 25 000 ლარი.

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, 2023 წელს დასრულდა ნოსირის საჯარო სკოლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულებამ 1 647 006 ლარი შეადგინა.

2023 წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სრულად რეაბილიტირდა საკილასონიოს შიდა საუბნო გზა. სამუშაოების ღირებულებამ 691 211 ლარი შეადგინა. სენაკის მერიის დაფინანსებით, ასევე სრულად განახლდა საოდიშარიოს უბნის გზა, ღირებულებით – 366 895 ლარი.

2022 წელს, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, განხორციელდა სამი მრავალბინიანი კორპუსის ფასადის, სახურავისა და ეზოს კეთილმოწყობის პროექტი, ღირებულებით – 416 614 ლარი. ასევე რეაბილიტირდა საბოხუოს უბნის საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის ღირებულებამ 564 545 ლარი შეადგინა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content