გილოცავთ!
ჩვენმა საამაყო ფალავანმა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა, საქართველოს ჩემპიონმა, საქართველოს ორგზის ვიცე-ჩემპიონმა, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის სპორტსმენმა, გიორგი ქვარცხავამ, სომხეთში გამართულ ლევონ შაგოიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მოპოვებულ გამარჯვებას ვულოცავ წარმატებულ სპორტსმენს,მის მწვრთნელ-მასწავლებელს, რამაზ კოკაიას, გიორგის გულშემატკივრებს.
ვამაყობთ შენით და ჩვენი ტიტულოვანი სპორტსმენებით!