დიდი პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავ დაბადების დღეს ჩვენი ქალაქის ღირსეულ შვილებს, სენაკის საპატიო მოქალაქეებს, მსოფლიოში აღიარებულ გამოჩენილ მხატვარ-ფერმწერს, მწერალ ემელიანე (რეზო) ადამიას და ქართული თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს, მხატვრული კითხვის დიდოსტატს, მურმან ჯინორიას.
გამორჩეულ ხელოვანებს დიდხანს სიცოცხლეს და შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი