17 მაისს, 19:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, სენაკის X მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება.
საზოგადოების წინაშე ავსტრიელი პიანისტი, მოცარტის VIII საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი, გაბრიელ ტრიტრემელი წარდგება.