30 აგვისტოს, 20:00 საათზე, ახალგაზრდობის ხეივანში, პროექტ „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, კონცერტი გაიმართება.
მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ცნობილი ქართველი შემსრულებლები:
– მაგდა ნიკოლეიშვილი
– სოფო პაპუაშვილი
– სოფო ბედია
– ბორის ბედია
– ელენე ფოჩხუა
– თემურ თათარაშვილი
– „რანინა“
– „ქვევრი“
კონცერტზე დასწრება თავისუფალია – საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით იმართება.