სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, დამწყებ მეწარმეებსა და მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს საინფორმაციო შეხვედრაზე გიწვევთ.
შეხვედრა 7 აგვისტოს, 13:00 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
ღონისძიებას სს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ წარმომადგენლები გამართავენ. კორპორაცია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ბაზაზე შეიქმნა და მისი მიზანია ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საკონსულტაციო მექანიზმების დანერგვა.
შეხვედრაზე განხილული იქნება:
– ბიზნესის დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურება;
– მიკროსესხების პროგრამებში განხორციელებული ცვლილებები;
– პროგრამებში დამატებული საქმიანობის ახალი კოდები;
– ბიზნესუნარების განვითარებისთვის განკუთვნილი ტრენინგები და ვორქშოფები.
შეხვედრაზე ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც გეგმავს ბიზნესის დაწყებას, არსებული საქმიანობის გაფართოებას ან ახალი ფინანსური შესაძლებლობების მოძიებას.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, კორპორაციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური კონსულტაცია გაიარონ.