მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა – 2025

#ვიწყებთ სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამას – 2025.

პროგრამა მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის თვითმმართველობაში ჩართულობის ასამაღლებლად.

სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა, მოქალაქეებს, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უშუალო მონაწილეობის, მათთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხების და საჭიროებების წარმოჩენისა და განხორციელების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.

#დაწერე_პროექტი, #მოგვაწოდე_იდეა და #ერთად_განვაახლოთ_ჩვენი_ქალაქი!

პროგრამის განსახორციელებლად განვსაზღვრეთ ვადები: 

მოსამზადებელი ეტაპი – 24 თებერვალი;

საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი – 26 თებერვლიდან 26 მარტის ჩათვლით;

საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა – 31 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით;

კენჭისყრის ეტაპი – 1 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით;

გამარჯვებული პროექტების გამოვლენა – 5 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით.

პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ერთი საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია დაფინანსდეს მინიმუმ ორი საპროექტო წინადადება.

2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის.

სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ჩემი მერობის პერიოდში, 7 პროექტი #განვახორციელეთ:

მშვიდობის ქუჩაზე არსებული მუნიციპალურ სკვერში, #მოვაწყვეთ დასასვენებული სივრცე და სპორტული ტრენაჟორები;

სანაიას ქუჩის N42-ის მიმდებარედ, მუნიციპალურ სკვერში, ასევე #მოვაწყვეთ დასასვენებელი და საბავშვო ატრაქციები;

#გავაციფრულეთ მუნიციპალიტეტის საუკუნოვანი გაზეთ ,,კოლხეთის“ ძველი ნომრები – 1950 წლიდან 1990 წლამდე;

#განვახორციელეთ ქალაქის ცენტრალური სკვერების ინტერნეტიზაცია;

ჭავჭავაძის N37-ის მიმდებარედ #მოვაწყვეთ დასასვენებელი სივრცე და საბავშვო ატრაქციონები;

#ამფითეატრი – ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში;

#განახლებული_ტროტუარები – ქალაქად, აღმაშენებლის ქუჩაზე.

#სამოქალაქობიუჯეტირებისპროგრამა2025
#ერთადგანვაახლოთ
#მიაწოდოიდეასენაკისმერიას
#ჩაერთე

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content