მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2026

სენაკის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2026-ის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღება 16 თებერვლიდან იწყება და 16 მარტს დასრულდება.

პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის.

მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ერთი საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

პროგრამის ფარგლებში, სენაკის მერია ორ პროექტს დააფინანსებს.

პროგრამის განსახორციელებლად განსაზღვრულია ვადები:
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი – 16 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით;
საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა – 23 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით;
კენჭისყრის ეტაპი – 6 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით;
გამარჯვებული პროექტების გამოვლენა – 11 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით.

იხილეთ საპროექტო წინადადების ფორმა: https://shorturl.at/9VsXq

პროგრამა მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის თვითმმართველობაში ჩართულობის ასამაღლებლად.

სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა, მოქალაქეებს, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უშუალო მონაწილეობის, მათთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხების და საჭიროებების წარმოჩენისა და განხორციელების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.

2022-2025 წლებში, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, სენაკის მერიამ, 350 000 ლარის ღირებულების 9 პროექტი განახორციელა.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
Skip to content