სენაკის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2024 გრძელდება.
შენ შეგიძლია დაწერო პროექტი, მიაწოდო იდეა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას და შეცვალო გარემო შენს ირგვლივ!
2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის.
მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ერთი საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია დაფინანსდეს მინიმუმ ორი საპროექტო წინადადება.
პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
საპროექტო წინადადება შეგიძლიათ წარმოადგინოთ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქ. სენაკი, ჭავჭავაძის ქუჩა 103 ან ელექტრონულ მისამართზე: senakismeria@gmail.com
2024 საბიუჯეტო წლისთვის, პროგრამის ეტაპებისთვის განისაზღვრა:
მოსამზადებელი ეტაპი – 19 თებერვალი;
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი – 21 თებერვლიდან 22 მარტამდე;
საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა – 25 მარტიდან 8 აპრილამდე;
კენჭისყრის ეტაპი – 15 აპრილიდან 15 მაისამდე;
გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით – 20 მაისიდან 3 ივნისამდე.
გახდით თანამონაწილეები და დაგეგმეთ თქვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი!
იხილეთ საპროექტო წინადადების ფორმა: https://bit.ly/3uLcMLd
2023 წელს, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა:
გაციფრულდა სენაკის მუნიციპალიტეტის საუკუნოვანი გაზეთ ,,კოლხეთის“ ძველი ნომრები – 1950 წლიდან 1990 წლამდე;
ქალაქის ცენტრალური სკვერების ინტერნეტიზაცია;
დასასვენებელი სივრცის და საბავშვო ატრაქციონის მოწყობა – ჭავჭავაძის N37-ის მიმდებარედ.
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2022-ის ფარგლებში:
მოეწყო ამფითეატრი – ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში;
ტროტუარები – ქალაქად, აღმაშენებლის ქუჩაზე.